ხორცი ბოსტნეულით

დავჭრათ ხორცი 1 სმ-ის სისქეზე და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და შევდგათ მაცივარში,სანამ ბოსტნეულს გავამაზდებთ.
დავჭრათ ხახვი ალყა-ალყა,ასევე რგოლებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა,თხელ ფირფიტებად დავჭრათ კარტოფილი,სოკო  და პომიდორი.
შევუდგეთ კერძის აწყობას:
მოვათავსოთ ხორცის ფირფიტები ერთ ფენად ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელში,თუ მოზრდილი ზომის კეცი გაქვთ ,ხომ საერთოდ… ხორცს მოვაყაროთ ხახვი და ბულგარული წიწაკა,მოვასხათ მაიონეზი,ზემოდან მოავაწყოთ სოკო.ფენებს შორის მარილის მოყრა არ დაგვავიწყდეს 😉
SAM_4194
სოკოს შემდეგ მოვაფინოთ კარტოფილის ფენა,მოვასხათ მაიონეზი და ბოლოს პომიდორი მოვათავსოთ და ისევ მაიონეზი მოვასხათ.

SAM_4196შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით,ამ დროის გასვლის შემდეგ მოვაყაროთ სულგუნი და 5 წუთით ისევ დავაბრუნოთ ღუმელში.

SAM_4202ოგორც კი სულგუნი დადნება და დაიბრაწება-კერძი მზადაა.
SAM_4205
მსგავსი ხერხით მომზადებულ ხორცს,ბევრგან ფრანგულს უწოდებენ,თუმცა როგორც მე ვიცი საფრანგეთთან არანაირი კავშირი არ აქვს,მაგრამ უზომოდ გემრიელი რამეა 😉
საჭიროა:
ხორცი 500 გ. ღორის, ხბოს ან ქათმის .(ამ შემთხვევაში ღორის ხორცი გამოვიყენე)
ხახვი 2 თავი.
ბულგარული წიწაკა 2 ც.
ქამა სოკო 100გ.
პომიდორი 3ც.
კარტოფილი 4ც
მაიონეზი 1 შეკვრა
სულგუნი ან ყველი 150-200გ

Реклама

ფეტვის წვნიანი (სამარხვო)

ფეტვის სასარგებლო თვისებებზე უკვე ვისაუბრე, ახლა კი გთავაზობთ წვნიანს ფეტვის დამატებით.

SAM_4167სუპის მომზადების დეტალების მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, არა მგონია საჭირო იყოს,მოამზადეთ წვნიანი თქვენთვის ჩვეული ბოსტნეულით და ჩვეული ხერხით,მხოლოდ ბრინჯის ან მაკარონის ნაწარმის მაგივრად დაუმატეთ წინასწარ გარეცხილი ფეტვის მარცვალი.მაგალითისთვის თუ წვნიანს ამზადებთ 2 ლიტრიანი ქვაბით მაშინ ფეტვი 2 სუფრის კოვზის ოდენობით საკამრისი იქნება.ასე გაამრავალფეროვნეთ მენიუ სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტით.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.

ბოსტნეულის ფლავი «პერლოვკით» (შვრიის ბურღული)

  • 1 ჭიქა ბურღული მომზადებამდე სამი საათით ადრე გავრეცხოთ და ჩავალბოთ ცივ წყალში.
    ქვაბში ან ღრმა ტაფაში ცხიმში მოვშუშოთ თანმიმდევრობით-დაჭრილი ხახვი,გახეხილი სტაფილო და სასურველ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.დავამატოთ მომზადებული «პერლოვკა» დავასხათ 3 წიქა წყალი,დავუმატოთ გემოვნებით მარილი,ძალიან უხდება ხმელი ქინძი,ძირა და შავი პილპილი.ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.კარგია როგორც დამოუკიდებელი კერძი, ასევე შესანიშნავი გარნირია.
    10647033_1601760473389406_8138432325996679910_n

ფელამუში

IMG_20180113_213958IMG_20180113_213958 გილოცავთ ძველით ახალ წელს.მოგიყვებით როგორ ვამზადებ ფელამუში,წესით, ერთ ჭიქა ბადაგზე ვამატებთ 1ს.კ. ხორბლის ფქვილს და 1 ს.კ. სიმინდის ფქვილს,მაგრამ ბოლო პერიოდში შევცვალე და სიმინდის ფქვილის რაოდენობის ნახევარს ჩანაცვლება მანანის ბურღულით,ანუ ორ ჭიქა წვენზე თუ 2 — 2 სუფრის კოვზი სიმინდის და ხორბლის ფქვილის საჭირო,მე ვამატებ 2 ს.კ. ხორბლის,1 კ. სიმინდის და 1 სმკ. მანანის ბურღულს. ასე უფრო მსუბუქი და ნაზი გამოდის ფელამუში

სალათების და სამკაულების მოყვარულთათვის —

imagebraslet

მოგვიანებით გილოცავთ ახალ 2018 წელს ❤

საშობაოდ გთავაზობთ მოამზადოთ ეს ლამაზი სალათა.ამ ორი ლანგარგი სილამაზის მოსამზადებლად დამჭირდა:
1. მოხარშული ქათმის ფილე 2 ც.
2.მოხარშული კარტოფილი 4ც.
3მოხარშული .კვერცხი 2 ც.
4.მოხარშული სტაფილო 2ც.
5.მოხარშული ჭარხალი 2ც.

6.წვრილად დაჭრილი ნიგოზი 100გ.
7.ბროწეული (მე ორი ცალი დიდი ბროწეული დამჭირდა)
მაიონეზი 200-250გ.

 

სალათა იწყობა ფენა-ფენა,ბოსტნეული უნდა გაიხეხოს მსხვილ სახეხზე,კვერცხი წვრილზე,ქათმის ფილე ავჩეჩოთ.ლანგარზე რომელზეც უნდა ავაწყოთ ,დავდგათ ცენტრში ჭიქა,ასე სალათს სამაჯურის ფორმას მივცემთ და ჭიქის ირგვლივ დავიწყოთ აწყობა.
ფენებს შორის მარილი და შავი პილიპილი მოვაყაროთ ოდნავ.

1 ფენა-ქათმის ფილე.
2.კარტოფილი.

3.სტაფილო

4.კვერცხი.

5.ჭარხალი

6.ბროწეული
თუ თხელ ფენებს გააკეთებთ ,ორ-ორი ფენა გამოვა თითოეული ინგრედიენტი.

მაიონეზი

новый коллаж

ვიცი რომ ბევრი ამზადებს მაიონეზს საკუთარი ხელით,მაგრამ ბევრს ჯერ კიდევ  ეჭვობს ,ფიქრობს რომ რთული მოსამზადებელია.დამერწმუნეთ რთული არაფერია,ორი წუთი ზუსტად და უგემრიელესი მაიონეზი მზადაა,ყოველგვარი დანამატებ ის გარეშე.მხოლოდ მისი გამოყენება ,მომზადებიდან 4 დღის განმავლობაშია შესაძლებელი მაცივარში.

მაიონეზის მომზადებისას საჭიროა გავითვალისწონოთ რამდენიმე ნიუანსი:  ჭურჭელი რომელშიც ვამზადებთ ,უნდა იყოს მშრალი და ინ გრედიენტები მოვათავსოთ ჭურჭელში შემდეგი თანმიმდევ რობით: ჯერ ლიმონის წვენი ან ძმარი,შემდეგ მარილი და შაქარი,მოვურიოთ,შემდეგ მდოგვი ,ზეთი და ბოლოს ფრთხილად გავტეხოთ და ჩავუშვათ კვერცხი,შევეცადოთ რომ გული არ დავაზიანოთ.(კვერცხი აუცილებლად საგულდაგულოდ გარეცხილი უნდა იყოს,მე გარეცხვის შემდეგ მოვ ათავსე სოდიან ხსნარში 5წთ 1ჩ.კ. სოდა/1 ჭ.წყალი,შემდეგ კი წყალბადის ზეჟანგის ხსნარში 1ს.კ./1ჭ. წყალი).

როდესაც ყველა ინგრედიენტი მოთავსებულია ჭურჭელში,ჩავუშვათ ხელის ბლენდერის პირი ისე,რომ დავფაროთ კვერცხი და ბლენდერი ჩავრთოთ მაქსიმალურ სიჩქარეზე,არ ვამოძრავებთ ბლენდერს,გვიჭირავს ჭურჭლის ფსკერზე,სადღაც 1 წუთის განმავლობაში  დავინახავთ ,რომ ამსა უკვე იღებს ემულსიის კონსისტენციას,თეთრდება და სქელდება,ნელი მოძრაობით ვწევთ ბლენდერს ოდნავც ზემოთ,და ასე ვიქცევით სანამ ზეთი მთლიანად არ აითქვიფება.მოსაყოლად მეტი დრო დამჭირდა ვიდრე მოსამზადებლად 🙂

საჭირო ინ გრედიენტები:

კვერცხი 1ც.

ლიმონის წვენი ან ძმარი 1ს.კ.
მარილი 0,5ჩ.კ.

შაქარი 1ჩ.კ.
მდოგვი 1ჩ.კ. (გამოიყენეთ მზა მდოგვი და არა მდოგვის ფხვნილი)

ზეთი 150გ.

 

ნამცხვარი «ჟერბო»

новый коллаж.jpg

ნამცხვარი ჩემი მომზადებულია,ხოლო კაფეს ფოტო ინტერნეტიდანაა აღებული.
ეს გახლავთ უნგრული ნამცხვარი «ჟერბო»,რომელსაც დიდი ისტორია აქვს.
კაფე «ჟერბო» რომლის საფირმო ნამცხვარსაც ახლა წარმოგიდგენთ,ანტალ კუგლერმა გახსნა 1858 წელს.მისმა შვილმა ჰენრიხ კუგლერმა კი ,რომელმაც საკონდტრო საქმეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაეუფლა,გააგრძელა მამის საქმიანობა და კიდევ უფრო გააფართოვა და ბუდაპეშტში გახსნა საკონდიტრო.
1882 წელს კუგლერმა თავის საკონდიტროში მოიწვია იმ დროისტვის სახელგანთქმული კონდიტერი ემილ ჟერბო,სწორედ ჟერბომ გამოიგონა დღეს უკვე ყველასტვის საყვარელი ნუგბარი ალუბალი შოკოლადში ,და ნამცხვარი «ჟერბო»,თავად კონდიტერი ჟერბო არასდროს ასაიდომლოებდა თავის შექმნილ რეცეპტებს.მას იწვევდნენ ჟიურის წევრად  საერთაშორისო გამოფენებზე ბრუსელსა და პარიზში.
მინდოდა მოკლედ მომეყოლა ეს ყველაფერი,მაგრამ გამიგრძელდა.ახლა კი რაც შეეხება ნამცხვარს,თითქოს გავს ჩვენთვის ჩვეულ ჩეხურ ფაჰლავას,მაგრამ ცომიც და გულსართიც განსხვავებულია.მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ცომისათვის:

ფქვილი 500გ.

შაქრი 100გ.

კაარქი 200გ.

კვერცხი 1ც.

რძე 50მლ.

მარილი

მშრალი საფუარი 10გ.
გამაფხვიერებელი 5გ (დიახ,დიახ,საფუარიც და გამაფხვიერებელიც)

გულსართისათვის:
ჯემი 200გ.(ორიგინალში გარგარის ჯემია,მე არ მქონდა და მსხლის გამოვიყენე)
ხორცსაკეპმანქანაში გატარებული ნიგოზი 200გ.

შაქარი 150გ.

მინანქარისათვის;

შოკოლადის ფილა 1ც.
რძე 50 მლ.

კარაქი  30გ.

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,გავადნოთ კარაქი,ავთქვიფოთ კვერცხი მწიკვ მარილთან  და შაქრით,დავამატოთ კარაქი,შემდეგ რძე ,ფქვილი(აუცილებლად გაცრილი) და გამაფხვიერებელი,მოვზილოთ ცომი,ცომი გამოდის ნაზი და ისეთი კონსისტენციის ,რომელსაც ადვილად გავაბრტყელებთ.შევახვიოთ ცელოფანში და დავდოთ თბილ ადგილას 30 წუთით,ცომი არ აფუვდება ძალიან,უბრალოდ საჭირო კონსისტენციას მიიღებს.

მოვამზადოთ გულსართი-შევურიოთ ჯემი,ნიგოზი და შაქარი -სულ ესაა.

ნახევარი საატის შემდეგ ცომი გავყოთ სამ ტოლ ნაწილად,დაახლოებით გამოდის 900 გრამი მთლიანი გუნდა + — 30 გ ,ანუ თითო გუნდა მინიმუმ 300 გრამი გამოვა.გავაბრტყელოთ მართკუთხედის ზომის ფირფიტა ზომიტ 30/20სმ-ზე,მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე,აუცილებელი არაა ზუსტად ამ ზომის იყოს ფორმა,თუნდაც დიდი იყოს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია ფირფიტები გააბრტყელოთ ზომით.წავუსვათ პირველ ფირფიტას გულსართი,მეორე გუნდაც ანალოგიურად გავაბრტყელოთ,დავჩხვლიტოთ ჩანგლით ალაგ-ალაგ,რომ ცხობისას არ ამოიბურცოს უშნოდ,გადავუსვათ გულსართის მეორე ნაწილიც,ზემოდან ისევ მესამე ფირფიტა კიდეები ოდნავ ხელით დავუფიქსიროთ,რომ სამივე ფირფიტის კიდე შეერთდეს ,ასევე დავჩხვლიტოთ და დავტოვოთ ასე ნახევარი საათით,შემდეგ კი გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
მინანქარი; ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი,შემდეგ დავამატოთ რძე და ბოლოს კარაქი,მიღებული მინანქარი მოვასხათ ნამცხვარს.

 

კომბოსტოს შნიცელი

imagekombo
1.კომბოსტო პატარა თავი
2.კვერცხი 1ც.
3.ზეთი შესაწვავად
4.საფანელი.

ავიღოთ კომბოსტო და დავჭრათ 6 ამ რვა ნაწილად ისე,რომ ქვედა მხარეს სადაც ყუნწთან ფოთლებია შეერთებული,არ დავაშოროთ ერთმანეთს და ნაჭერმა შეინარჩუნოს მთლიანობა.მიღებული ნაჭრები მოვათავსოთ 4-5 წუთის განმავლობაში მდუღარე წყალში,ვადუღოთ ნელ ცეცხლე,ამოვიღოთ წყლიდან,დავწრიტოთ სითხისგან.
ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად,ამოვავლოთ კომბოსტო ჯერ კვერცხში,შემდეგ საფანელში,იგივე გავიმეოროთ მეორეჯერაც,კვერცხი-საფანელი და შევწვათ ცხელ ზეთში ყველა მხრიდან.

ამრილსა და საფანელში შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სანელებლე ბი დაამატოთ,პილპილი და ა.შ.

 

პომანდერი (ფოტოები ინტერნეტიდან)

გთავაზობთ პომანდერის მომზადების იდეას,პომანდერს თავდაპირველად ამზადებდნენ ინგლისში,არა მხოლოდ ფორთოხლით,არამედ ლიმონით და ვაშლითაც კი.ვაშლიანი პომანდერი ჰქონდათ მოსამართლეების სამუშაო ოთხაში ჩამოკიდებული,იმ მიზნით რომ,მიხაკი და ვაშლის არომატი გონებას ასე ვთქვათ ანათებს და მოსამართლეებს ეხმარებოდა საღი გადაწყვეტილების მიღებაში,ახლა კი მას აკეთებენ როგორც საახალწლო დეკორს და ჰაერის არომატიზატორს,საკმარისია აიღოთ მოცემული ხილი და ჩაარჭოთ მასში მიხაკის «ლურსმნები»,მოათავსოთ ლანგარზე ან გაუკეტოთ საკიდი და მორთოთ ნაძვის ხე.მე ყოველი ახალი წლის წინ რამდენიმე წელია უკვე ასეც ვიქცევი და ლარნაკში ვათავსებ,ინახება და ინარჩუნებს თავის თვისებებს 6 თვის განმავლობაში

კვერცხის პაშტეტი

imagepashteti

ზოგი წეყარო იუწყება,რომ ეს პაშტეტი ფრანგულია,ზოგან კი წერენ,რომ უნგრულია,მგონი გემრიელობას მნიშვნელობა არ აქვს,ამიტომ გთავაზობთ მოამზადოთ ეს პაშტეტი.რაც მთავარია სწრაფად და მარტივად მზადდება.ინახება მაცივარში და შესანიშნავია საუზმეზე ბუტერბროების მოსამზადებლად.

დაგვჭირდება:
ხახვი 2 თავი (მოზრდილი ზომის)
კვერცხი 4ც.
ნიგოზი 50გ.

ნიორი 2 ლებანი.
ზეთი 2ს.კ.

მარილი გემოვნებით.
ვკერცხი მოვხარშოთ და გავფცქვნათ,ხახვი შევბვრაწოთ ზეთში,მოვათავსოთ ჭურჭელში კვერცხი,ხახვი,ნიორი და ნიგოზი და დავაბლენდეროთ სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა.თუ ბლენდერის გარეშე ვამზადებთ,მაშინ ყველაფერი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.მომზადებული პაშტეტი გავაჩეროთ 2 საათით მაცივარში და მზადაა 🙂

პური ჭინჭრით (ზებრა)

purikolaji.jpg
პურს უცვლელი გამოცდილი რეცეპტიტით ვაცხობ,სიუგადაშიგ ექსპერიმენტებსაც ვაკეთებ სხვადასხვა ცომით,მაგრამ ინგრედიენტების ეს კომბინაცია მაინც ყველაზ ემეტად ამართლებს ჩემთვის და მისი შემადფგენლობა ასეთია:

ფქვილი 500გ
წყალი 320გ.
ზეთი 1ს.კ.

შაქრი 1ჩ.კ.

მარილი 1ჩ..

მშრალი საფუარი 1ჩ.კ.
ფქვილი აუცილებლად ახლადგაცრილი უნდა იყოს,წყალი კი ტბილი,ვზელ ცომს, საკმაოდ დიდ ხანს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში,ცომში მხოლოდ ინგრედიენტების შერევა არეაა მთავარი,კარგად უნდა დამუშავდეს.ვფუთაავ და ვტოვებ ორი საათით რომ ამოფუვდეს,შემდეგ შემდეგ გადავზელ და ისევ ვტოვებ ორ საათამდე,ბოლოს ვათავსებ ცხიმწასმულ ფორმაში,ვაცდი ისევ ამოსვლას ,ფუნჯით ვუსვამ მარილიან წყალს და ვაცხობ 180 გრადუსზე დაახლოებით 45 წუთი.

ამჯერად კი ცომი გავყავი,მქონდა მოხარშული და დაბლენდერებული ჭინჭარი საყინულეში,ცომის ნაწილს,შევურიე 100 გრამამდე ჭინჭრის ფაფა  ცოტა ფქვილის დამატება მოითხოვა 70-80 გრამით ,გავაბრტყელე ჯერ თეთრი ცომი,როგორც ფოტოზე ხედავთ,დავაფინე ჭინჭრიანი ცომი,გადავახვიე რულეტივით და ისე მოვათავსე საცხობ ფორმაში.

კომშის პეროგი მინერალურ წყალზე

новый коллаж
ნამცხვრის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
კვერცხი 2ც.

შაქარი 3/4 ჭ.

ზეთი 0,5 ჭ.

გაზიანი მინერალური წყალი 0,5ჭ.

გამაფხვიერებელი 10გ.
ფქვილი 2 ჭ.
კომში 1ც მოზრდილი ,ან 2 ცალი პატარა.
ვანილი და ასევე დანის წვერით მარილი.

ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან ერთად,დავამატოთ შაქარი,გამაფხვიერებელი გავხსნათ მინერალურ წყალში,დავაცადოთ,სანამ აქაფდება და დავუმატოთ კვერცხიან მასას,შემდეგ ზეთი,ვანილი და ფქვილი.ცომი გამოდის სქელი არაჯნის სისქის.კომში გავთალოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად(დიდ ნაჭრებს არ გირჩევთ,რადგან კომში მკვრივია და შესაძლოა უმი დარჩეს გამოცხობის შემდეგ),შევურიოთ ცომში კომში,ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი.

 

ყაბაყის მაფინები

yabayikulynary.jpg
ამ სასარგებლო მაფინების მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ყაბაყი საშუალო ზომის 2ც.

სტაფილო 1ც.

კვერცხი 2ც.

სულგუნი 100გ.

არაჟანი 1ს.კ.

გამაფხვიერებელი 1ჩ.კ.

ფქვილი 3ს.კ.

კამა გემოვნებით

ხახვი 1ც.
მარილი და პილიპილი გემოვნებით.

ყაბაყი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე დავტოვოთ რამდენიმე წუთით,ყაბაყი გამოყოფს წვენს და გავწუროთ ,სულგუნი და სტაფილო კი წვრილ სახეხზე.ხახვი და კამა დავჭრათ წვრილად.მოვათავსოთ თასში მომზადებული ინგრედიენტები ერთად,დავამატოთ  ათქვეფილი კვერცხი ,არაჟანი ფქვილი დეა გამაფხვიერებელი და კარგად მოვურიოთ,მივიღებთ სელი არაჟნის სისქის მასას.
გავანაწილოთ ცომი ცხიმწასმულ მაფინების ფორმებში,ან სულაც ერთ საცხობ ყალიბში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთით,მე ზემოდან დაღერღილი პილიპილი და ორეგანო მოვაყარე ღუმელში შედგმის წინ.