ყაბაყის ჩხირები

yabayi

ძალიან ცხელა და რა თქმა უნდა ყველ ვცდილობთ მარტივი კერძების მომზადებას,გთავაზობთ ყაბაყის ხრამუნა ჩხირებს,მარტივიცაა და ასევე სეზონურიც.
დაგვჭირდება:
ყაბაყი
ფქვილი
კვერცხი
საფანელი
მარილი
ზეთი
სანელებლები
სასუალო ზომის ყაბაყი,საურველი რაოდენიბის გავრეცხოთ,თუ სქელი ქერქი აქვს ,გავთალოთ,თუ არა და დავტოვოთ კანიანად და დავჭრათ ჩხირებად,პრინციპში რგოლებადაც შეიძლება.მოვაყაროთ მარილი ,შემდეგ ამოვავლოთ ნაჭრები ჯერ ფქვილში,შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და შემდეგ საფანელში,ისევ კვერცხში და საფანელში(საფაბელში სურვიისამებრ შეგიძლიათ სანელებლები დაამატოთ,მე სვანური მარიი დავამატე).ანუ კვერცხსა და ფქვილში ამოვავლოთ ორჯერ ,რომ ხრაშუნა ქერქი გაიკეთოს შეწვის შემდეგ.გამზადებული ჩხირები შევწვათ ზეთში ტაფაზე ყველა მხრიდან.
4 საშუალო ზომის ყაბაყზე გამოვიყენე კვერცხი 2ც,ფქვილი დაახლოებით 50გრ. და 1 ჭიქა საფანელი.
სოუსიც გემოვების მიხედვით შეურჩიეთ,იქნება ეს კეტჩუპი,ტყემალი,არაჟანი თუ ბერძნული ძაძიკი.

ღორის შაშხი

SAM_4268დღეს საყიდლებზე ყოფნისას თვალში მომხვდა ღორის მკერდის ნაჭრები,რომლებიც სწორედ რომ შაშხის მოსამზადებლად გამოდგებოდა.მაშ ასე, როგორ უნდა მოვამზადოთ ღორის შაშხის ეს ვარიანტი:
SAM_4237
უნდა მოვამზადოთ მარილწყალი ხახვის ფუჩეჩით,1 ლიტრ წყალში  ჩავყაროთ ორი მუჭში რაც ჩაგეტევათ იმდენი ხახვის ფუჩეჩი (მოაგროვეთ ხახვის ფუჩეჩი,ათას რამეში გამოგადგებათ,თან აღდგომაც ახლოვდება),2 დაფნის ფოთოლი ,5ს.კ. მარილი ,პილპილის მარცვლები 2-3ც.ავადუღოთ ეს სითხე და მოვათავსოთ ხორცის მოზრდილი ნაჭრები ,თუ კი გაქვთ სითხე შებოლვისათვის,დაუმატეთ 5 ს.კ.
iთუ კი არ გაქვთ უამისოდაც მშვენიერი გამოვა.
ამ ხახვიან მარილ-წყალში ვხარშოთ ხორცი ერთი საათის განმავლობაში ,ძალიან დაბალ ცეცხლზე და სითხეშივე გავაგრილოთ.
SAM_4245 Читать далее

ხორცი ბოსტნეულით

დავჭრათ ხორცი 1 სმ-ის სისქეზე და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და შევდგათ მაცივარში,სანამ ბოსტნეულს გავამაზდებთ.
დავჭრათ ხახვი ალყა-ალყა,ასევე რგოლებად დავჭრათ ბულგარული წიწაკა,თხელ ფირფიტებად დავჭრათ კარტოფილი,სოკო  და პომიდორი.
შევუდგეთ კერძის აწყობას:
მოვათავსოთ ხორცის ფირფიტები ერთ ფენად ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელში,თუ მოზრდილი ზომის კეცი გაქვთ ,ხომ საერთოდ… ხორცს მოვაყაროთ ხახვი და ბულგარული წიწაკა,მოვასხათ მაიონეზი,ზემოდან მოავაწყოთ სოკო.ფენებს შორის მარილის მოყრა არ დაგვავიწყდეს 😉
SAM_4194
სოკოს შემდეგ მოვაფინოთ კარტოფილის ფენა,მოვასხათ მაიონეზი და ბოლოს პომიდორი მოვათავსოთ და ისევ მაიონეზი მოვასხათ.

SAM_4196შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით,ამ დროის გასვლის შემდეგ მოვაყაროთ სულგუნი და 5 წუთით ისევ დავაბრუნოთ ღუმელში.

SAM_4202ოგორც კი სულგუნი დადნება და დაიბრაწება-კერძი მზადაა.
SAM_4205
მსგავსი ხერხით მომზადებულ ხორცს,ბევრგან ფრანგულს უწოდებენ,თუმცა როგორც მე ვიცი საფრანგეთთან არანაირი კავშირი არ აქვს,მაგრამ უზომოდ გემრიელი რამეა 😉
საჭიროა:
ხორცი 500 გ. ღორის, ხბოს ან ქათმის .(ამ შემთხვევაში ღორის ხორცი გამოვიყენე)
ხახვი 2 თავი.
ბულგარული წიწაკა 2 ც.
ქამა სოკო 100გ.
პომიდორი 3ც.
კარტოფილი 4ც
მაიონეზი 1 შეკვრა
სულგუნი ან ყველი 150-200გ

ისპანახი ბრინჯით (სამარხვო)

SAM_4215მოვშუშოთ ხახვი ზეთში,როგორც კი ხახვი ოქროსფერი გახდება დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი (უმი-ასე ისპანახი მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს),დავაფაროთ თავსახური,ისპანახი წვენს გამოუშვებს და ვშუშოთ ასე თავდახურულ მდგომარეობაში ნელ ცეცხლზე,სანამ ისპანახი მზად არ იქნება.ამის შემდეგ დავუმატოთ მოხარშული ბრინჯი და შევანელოთ ქინძით,ოხრახუშით ,ნივრით და წიწაკით,მარილი გემოვნებით.

ნამცხვარი საინტერესო გულსართით

SAM_4201

ეს ნამცხვარი ძალიან ჰგავს ყველასათვის ნაცნობ ნამცხვარს «ყარა-ყუმს» ,ზოგი მას «ხავერდს» უწოდებს ,სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია ,რომ გემრიელი ნამცხვარია.
ამ ვარიანტში კი გულსართია შეცვლილი ცომი კი იგივეა ,რაც ზემოთ ნახსენებ ნამცხვარში.
საჭიროა:
კვერცხი 4 ც.
შაქარი 10 ს.კ. (აქედან 5 კოვზი ცომისთვის,5 კი გულსართისთვის.
მარგარინი 1 შეკვრა (250გ)
სოდა-ძმრით.
არაყი 1 ს.კ.
ლიმონმჟავა და მარილი თითო მწიკვი,
ფქვილი 3-3,5ჭ.
საცხობი ფორმა 24 სმ დიამეტრის.
კისელი 2 შეკვრა 65 გრამიანი ,ან ერთი შეკვრა ოთხკუთხედი ბრიკეტი.
გავყოთ კვერცხის გული და ცილები ერთმანეთისგან, სანამ ცომს ვამზადებთ ცილა შევდგათ მაცივარში.
ჩავყაროთ 3 ჭიქა ფქვილი,შაქარი ,მარილი, სოდა ძმრით და ავფშვნათ ხელით სანამ ფხვიერ მასას არ მივიღებთ,სათითაოდ დავუმატოთ კვერცხის გული და მოვზილოთ მკვრივი ცომი.თუ ცომი წებოვანი გამოვა დაუმატეთ კიდევ ოდნავ ფქვილი ,ხოლო თუ პირიქით ზედმეტად მშრალი,მაშინ ერთი კოვზი არაჟანი ან მაწონი, ან სულაც გადადუღებული წყალი შეაშველეთ,ეს მემგონი კვერცხის გულის სხვადასხვა ზომის გამო ხდება, მაგრამ შეიძლება სულაც არ დაგჭირდეთ არაფრის დამატება.
ცომი შევდოთ მაცივარში და გამოვიღოთ შენახული ცილა და ავთქვიფოთ ბეზე, ჯერ მწიკვი მარილით და ლიმონმჟავით, შემდეგ კი შქარი დავუმატოთ,როდესაც მთელ შაქარს დავუმატებთ,ნელნელა შევათქვიფოთ კისელის ფხვნილი (მე ალუბლის კისელით მოვამზადე),ბეზე მალევე კიდევ უფრო ჩასქელდება.
გავაცხელოთ ღუმელი 170 გრადუსზე და შევუდგეთ ნამცხვრის აწყობას: მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ცომის ნახევარი პირდაპირ საცხობ ფორმაში (ცხიმის წასმა არაა საჭირო, ეს ცომი არ ეკრობა ძირს)
მოვათავსოთ ზემოდან კისელიანი ბეზე.

SAM_4191
შემდეგ კი მოვახეხოთ ცომის მეორე ნახევარი
SAM_4193
შევდგათ ღუმელში ,20 წუთში ნამცხვარი მზადაა 😉

ჩემი ხინკალი

SAM_4132
ხინკლის მომზადებას ვერავის ვასწავლი,ყველა დიასახლისს თავისი პროპორციები აქვს თუ როგორ მოამზადოს ის,მხოლოდ ახალბედა დისახალისებს რამდენიმე რჩევას შევთავაზებ, რომელიც იმედი მაქვს გამოადგებათ:ხინკლის ცომი აუცილებლად ზილეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ,დააყოვნეთ 20-30 წუთი თავდახურულ მდგომარეობაში-ასე ცომი ელასტიური გამოვა.რაც შეეხება ფარშს,იმისთვის რომ წვნიანი გამოვიდეს უნდა გავაზავოთ წყლით ან ბულიონით,სითხე უნდა დავამატოთ მანამ, სანამ ფარშში ჩარჭობილი კოვზი არ წაიქცევა,როგორც კი კოვზი თავს ვერ დაიჭერს -მეტი სითხე აღარ დაამატოთ,აქვე დავძენ,პელმენისთვის ფარშში სითხე უნდა დაამატოთ ,მაგრამ კოვზი თავს უნდა იჭერდეს (გადავუხვიე თემიდან 🙂 ).როგორ დავამარილოთ ფარში? ეს კითხვა მაწუხებდა მუდამ (დიდი ხნის წინ 🙂 ) სანამ არ გავარკვიე, რომ თურმე 0,5 კგ ფარშისათვის(უკვე შეზავებულ ფარშს ვგულისხმობ), ამზადებთ კოტლეტს,ხინკალს თუ ტოლმას,1 ჩ.კ. მარილი საკმარისია.მოკლედ ეს ჩემი გამოცდილებიდან.გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება-ველი გამოხმაურებას.

კარტოფილის ბრაწულა (სამარხვო)

SAM_4181გავთალოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად კარტოფილი,ცხეხლგამძლე ლანგარს წავუსვათ კარაქი (სამარხვო) და მოვაფინოთ კარტოფილი მოვაყაროთ მარილი..
კარაქი გავადნოთ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი,და თქვენთვის სასურველი ხმელი სანელებლები (მე როზმარინის რამდენიმე ფოთოლი დავაქუცმაცე).მოვასხათ გამზადებული კარაქი კარტოფილს და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ,10-12 წუთში ბრაწულა მზადაა.
საჭიროა
კარტოფილი 1 კგ.
კარაქი 3-4 ს.კ.
ნიორი 3 კბილი
სანელებლები.

ფეტვის წვნიანი (სამარხვო)

ფეტვის სასარგებლო თვისებებზე უკვე ვისაუბრე, ახლა კი გთავაზობთ წვნიანს ფეტვის დამატებით.

SAM_4167სუპის მომზადების დეტალების მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, არა მგონია საჭირო იყოს,მოამზადეთ წვნიანი თქვენთვის ჩვეული ბოსტნეულით და ჩვეული ხერხით,მხოლოდ ბრინჯის ან მაკარონის ნაწარმის მაგივრად დაუმატეთ წინასწარ გარეცხილი ფეტვის მარცვალი.მაგალითისთვის თუ წვნიანს ამზადებთ 2 ლიტრიანი ქვაბით მაშინ ფეტვი 2 სუფრის კოვზის ოდენობით საკამრისი იქნება.ასე გაამრავალფეროვნეთ მენიუ სასარგებლო და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტით.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.

დონატები

10888562_1597926257106161_1975775298917073330_n2 ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ 2.ჩ.კ. საფუარი,3 ს.კ. ზეთი, 0.5ჩ.კ. მარილი,5 ს.კ. შაქარი და შევაზილოთ ფქვილი,იმდენი რომ ნაზი ცომი მივიღოთ.დავდგათ თბილ ადგილას 2 საათით,როცა ცომი აფუვდება,გავაბრტყელოთ 0.5 სმ-ის სისქეზე და ამოვჭრათ ჭიქით წრეები,ამოვჭრათ შუაგულები და შევბრაწოთ ბლომად ზეთში,ზეთი მინიმუმ ნახევრამდე მაინც უნდა ფარავდეს შიგ ჩაშვებულ ცომს.
მზა დონატები ამოვავლოთ გამდნარ შოკოლადში.
collage_photocat1.რძე 0.5ლ.
2.დროჟი 2 ჩ.კ.
3.ზეთი 3 ს.კ.
4.მარილი 0.5 ჩ.კ.
5.შაქარი 5 ს.კ.
6.ზეთი (შესაწვავად) საშუალოდ 0.5 ლ.

ზებრა (სამარხვო)

SAM_4153
საჭიროა:2 ჭიქა მანანის ბურღული (მანი)
2 ჭიქა შქარი.
2 ჭიქა გადადუღებული და გაგრილებული წყალი
2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
1 ჭიქა ზეთი
2 ს.კ. კაკაო
1 ფორთოხლის ცედრა
მწიკვი მარილი
ვანილი
2 ჩ.კ. სოდა -ძმრით ან გამაფხვიერებელი.

ამ ნამცხვრის მოსასმზადებლად თადარიგი წინასწარ უნდა დავიჭიროთ.მოვათავსოთ ჯამში მანანის ბურღული და შაქარი,დავასხათ წყალი,კარგად მოვურიოთ და გავაჩეროთ 2 საათით,რათა მანანის ბურღული წყლით გაჯერდეს და გაფუვდეს.
ორი საათის შემდეგ  მანანიან მასას დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა (ლიმნის ცედრაც არ იქნება ურიგო),ზეთი,ვანილი,სოდა-ძმრით,მარილი (ყველაფერს რასაც ვაცხობ აუცილებლად მწიკვ მარილს ვუმატებ) ფქვილი და კარგად მოვურიოთ,გავყოთ ცომი 2 ნაწილად,ერთ ნაწილს დავუმატოთ კაკაო.ცომი გამოდის არაჟნის სისქის.
წავუსვათ ყალიბს ზეთი და მოვათავსოთ ცომი -თანმიმდევრობით ჯერ ყავიფერი ჩავასხათ კოვზით,შემდეგ თეთრი და ასე,სანამ მთლიან ცომს არ ჩავასხავთ.

SAM_4145
SAM_4147ევდგათ ცომი 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 40-45 წუთის განმავლობაში.
SAM_4148

სულ ესაა )))

ქათმის რულეტები

გავრეცხოთ ფილე,გადავსეროთ დანით ისე რომ წიგნივით გაიშალოს და დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი,გავაჩეროთ ცოტა ხანი რომ მარილი და პილპილი გაუჯდეს, ამასობაში კი მოვამზადოთ გულსართი-დავჭყლიტოთ ნიორი,დავჭრათ კამა და ბულგარული წიწაკა,ხმელი სუნელები გემოვნებით.ფილეზე მოვათავსოთ კაარქის ნაჭერი,ნიორი,მწვანილი და ბულგარული წიწაკა,გადავახვიოთ რულეტისებურად,ამოვავლოთ ათქვეფილ კვერცხში შემდეგ საფანელში-ორჯერ,დაახლოებით 15 წუთი მოვათავსოთ საყინულეში რომ რულეტი შეიკრას, შემდეგ კი შევწვათ ზეთში.
ქათმის ფილე 4ც.
ბულგარული წიწაკა 1ც.
ნიორი 2 კბილი
კვერცხი 2 ც.
კამა
კარაქი 50-60გ
ზეთი შესაწვავად10959334_1605338236364963_4394727669224357729_n

პ.ს. გულსართი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ იქნება ეს სტაფილო,სოკო და ა.შ.

ხაჭაპური მაწვნიანი ცომით

მარგარინი,ფქვილი,მარილი და გამაფხვიერებელი(ან სოდა ძმრით) ხელით დავფშვნათ ,რომ მივიღოთ ფხვიერი მასა,შევურიოთ 2 კვერცხი,1 ს.კ. არაყი და 1 ჭიქა მაწონი და მოვზილოთ ცომი.
გავყოთ ცომი ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ოდნავ დიდი და მეორე მომცრო.გავაბრტყელოთ მომცრო ზომის ცონი ყალიბის ზომაზე,დავაფინოთ თბილ ყალიბზე მოვაყაროთ ზედ სახაჭაპურედ გამზადებული ყველი.გავაბრტყელოთ მეორე დიდი ზომის ცომი ყალიბზე 2-3 სმ-ით მეტად,გადავაფაროთ ყალიბს და გვერდები შევუკეცოთ ქვედა ფენის ქვეშ.წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.მარგარინი 1
კვერცხი 2 (+1 ზემოდან მოსასმელად)
არაყი 1 ს.კ.
მაწონი 1ჭ
გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ.
ფქვილი 4 ჭ
ყველი 700-800 გ
პროპორცია გათვლილია სტანდარტული,საშუალო ზომის გაზქურის ღუმელის ყალიბზე.
მგონი არაფერი გამომრჩა
1510614_1605806519651468_2689613253139920226_n

მაკარონის ყველიანი ბრაწულა

10389127_1606458622919591_8064333796449817356_nმოვხარშოთ მაკარონი(ვერმიშელი სპაგეტი თუ სხვა მაკარონის ნაწარმი).გადავწუროთ და გავაგრილოთ,უკვე ცივს შევურიოთ კვერცხი.
ფორმაში,რომელშიც უნდა მოვათავსოთ მაკარონი წავუსვათ ცხიმი,მოვათავსოთ ერთ ფენად მაკარონი,კარაქის ნაჭრები , შემდეგ ყველი, ისევ მაკარონი და კარაქი ,სანამ არ შევავსებთ ყალიბს.დავტკეპნოთ ხელით ოდნავ და წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი ზემოდან და მოვახეხოთ ყველი,შევდგათ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 12-15 წუთი.

ქათმის რულეტები

ქათმის რულეტები (დიეტური)
ქათმის ფილე გავრეცხოთ გავსეროთ ,გადავხსნათ შუაზე და დავბეგვოთ ორივე მხირდან.მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 15 წუთი,ამასობაში მოვამზადოთ გულსართი.დავჭრათ კამა, გავხეხოთ სტაფილო,ნიორი დავჭლიტოთ. Читать далее

სტაფილო კორეულად.

სტაფილო კორეულად.
საერთოდ ძალიან მომწონს კორეულ სტილში მომზადებული სალათები.მათი მომზადება საკმაოდ იოლია,გემო -შესანიშნავი.კორეული კერძები სიცხარით გამოირჩევა,სალათების მომზადების პრინციპი კი ძირითადად ასეთია:მომზადებული ხორცს თუ თუ ბოსტნეულს ემატება ადუღებამდე მიყვანილი ზეთი,ნიორი,ხმელი ქინძი და აუცილებლად ცხარე წითელი წიწაკა,ხოლო ინგრედიენტების ცვლილება ახალ და საინტერესო კერძის მომზადების საშუალებას გვაძლევს.
რაც შეეხება კონკრეტულად სტაფილოს კორეულად, კორეაში მას როგორც აღმოჩნდა სულაც არ ამზადებენ,მისი მზადება დაიწყეს კორეადან საბჭოთა კავშირში იმიგრირებულმა კორეელებმა.მოკლედ,ბევრი ვილაპარაკე,მომზადება უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ,დამიჯერე

საჭიროა:
სტაფილო 1კგ.
ზეთი 0.5ჭ
ნიორი 5კბილი
დაფქული წიწაკა 0.5ჩ.კ.
ხმელი ქინძი 1ჩ.კ.
შაქარი 1ს.კ.
მარილი 0.5ჩ.კ.
ძმარი 1ს.კ.
მომზადება :დავჭრათ თხელ ზოლებად ან გავხეხოთ სპეციალური სახეხის მეშვეობით,მოვაყაროთ მარილი და შაქარი და დავსრიროთ -ტაფილო წვენს გამოუშვებს და გახდება ელასტიური,დავუმატოთ ძმარი,მოვაყაროთ სტაფილოს ერთ ადგილას (არ მოვაფრქვიოთ) ქინძი და წიწაკა,გავახუროთ ზეთი ტაფაზე,მივიყვანოთ ადუღებამდე და ცხელივე დავასხათ იმ ადგილას, სადაც ქინძი და წიწაკაა და შემდეგ მოვურიოთ,ამ პროცედურის შემდეგ დავუმატოთ დაქუცმაცებული ან დაჭყლეტილი ნიორი.
გავაჩეროთ სტაფილო ოთახის ტემპერატურაზე 3 საათი,შემდეგ კი მოვათავსოთ მომინანქრებულ, ან მინის თავსახურიან ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში.
ასე მომზადებული სტაფილო კორეულად მაცივარში 2 კვირამდე ინახება.10325377_1608522592713194_1143667918380263698_n Читать далее

ბოსტნეულის ფლავი «პერლოვკით» (შვრიის ბურღული)

  • 1 ჭიქა ბურღული მომზადებამდე სამი საათით ადრე გავრეცხოთ და ჩავალბოთ ცივ წყალში.
    ქვაბში ან ღრმა ტაფაში ცხიმში მოვშუშოთ თანმიმდევრობით-დაჭრილი ხახვი,გახეხილი სტაფილო და სასურველ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა.დავამატოთ მომზადებული «პერლოვკა» დავასხათ 3 წიქა წყალი,დავუმატოთ გემოვნებით მარილი,ძალიან უხდება ხმელი ქინძი,ძირა და შავი პილპილი.ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.კარგია როგორც დამოუკიდებელი კერძი, ასევე შესანიშნავი გარნირია.
    10647033_1601760473389406_8138432325996679910_n

ფარშირებული ბადრიჯანი

badrijani3
დაგვჭირდება
ბადრიჯანი 3-4ც.
ფარში (შერეული)200 გრ.
პომიდორი 1კგ.
ხახვი 2 თავი
კვერცხი 1ც.
ფქვილი 3ს.კ.
ბულგარული წიწაკა-2ც.
ნიორი 5-6 კბილი
ზეთი
მარილი და სანელებლები გემოვნებით

გარეცხილი ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე,შემდეგ ზემოთა(კანის) მხრიდან თითქმის ბოლომდე ჩავსეროთ გადამკვეთი ხაზებით და მოვათავსოთ 20 წუთით,მარილწყალში.ამასობაში მოვამზადოთ სოუსი-მოვშუშოთ ზეთში დაჭრილი ხახვი,ბულგარული წიწაკა,დავამატოთ კანგაცლილი და დაქუცმაცებული პომიდორი,ვადუღოთ 2-3 წუთი,დავამატოთ ნიორი 2-3 კბილი,შევაზავოთ მარილით და პილიპილით.
მოვამზადოთ ფარში-დავამატოთ კვერცხი,ფქვილი სასურველი სანელბლები-მე ხმელი რეჯანი და ქინძი დავამატე,შევანელოთ მარილით.
მარილწყლის შემდეგ გავრეცხოთ ბადრიჯნები გამდინარე წყალში,ჭრილები ამოვავსოთ ფარშით,და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან ზეთში.
შემწვარი ფარშირებული ბადრიჯანი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში,მოვასხათ პომიდვრის სოუსი და მოვათავსოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.|
გემრიელია,როგორც ცხელ,ასევე ცივ მდგომარეობაშიც

ნოსტალგიური ორცხობილა «КОРЖИКИ»

korjikebi

ფქვილი 390გ.
კარაქი 90გ.
რძე 70გ.
შაქარი 200გ.
კვერცხი 20გ. (გავთქვიფოთ 1 ც. კვერცხი და გამოვიყენოთ 20 გ. თუ სასწორი არ გაქვთ,მაშინ გავთქვეფილი კვერცხის მასის 1/3 გამოვიყენოთ. დანარჩენს კი ზემოდან მოსასმელად გამოვიყენებთ.
გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ.

მომზადება : რძე და შაქარი მოვათავსოთ ერთად და მუდმივი მორევით გავაცხელოთ,არ ვადუღებთ,საკმარისია მივიყვანოთ სარის გადმობამდე.გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ კარაქი,და ამ მასის გაგრილებას დაველოდოთ,მხოლოდ თბილ მდგომარეობამდე და არა გაცივებამდე.შემდეგ ვამატებთ კვერცხს 20 გრამს,ასევე ვამატებთ ვანილს და ბოლოს ვუმატებთ ფქვილს და ვზელთ ცომს.ცომი გამოდის ნაზი,არ დაამატოთ ზედმეტი ფქვილი ,თორემ ორცხობილა გამოვა ზედმეტი სიმაგრის.გადმოვიტანოთ დასამუშავებელ დაფაზე,მოვაგუნდაოთ,გავაბრტყელოთ 1 სანტიმეტრის სისქეზე და ჭიქით ან საჭრელი ფორმით ამოვჭრათ ორცხობილები.ამ რაოდნებოს ცომით გამოდის 9-10 კორჟიკი.მოვათავსოთ პერგამენტგადაფარებულ საცხობ ფორმაზე,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი ზემოდან და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე .ცხვება 12-13 წუთის განმავლობაში.
korjiki1

ქათმის ფილე გულსართით

file2

საჭირო ინგრედიენტები:

ქათმის ფილე 6ც.
ბულგარული წიწაკა 1ც
პომიდორი 1ც.
სულგუნი 100გ.
ბეკონი 100გ.
რეჰანი 2-3 ღერი.
მაიონეზი — 50მლ.
მაირლი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:

ქატმის ფილე სიგრძეზე ჩავჭრათ,მხოლოდ ქვედა ძირის მხარე დავუტოვოთ მთელი.ჭრილში დანით დავსეროთ გვერდითა მხარეები და მივიღებთ ნავის ფორმას,მოვაყაროთ მარილი.|
მოვამზადოთ გულსართი,პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ბეკონი დავჭრათ წვრილ კუბიკებად,დავაქუცმაცოთ რეჰანი და გავხეხოთ სულგუნი,დავამატოთ მაიონეზი ,შევანელოთ მაილი და პილპილით გემოვნებით და მოვურიოთ.მიღებული გულსართით ამოვავსოთ გამზადებული ქათმის ფილე და მოვამზადოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

ჩაშუშული ქათმის ფილე შტრუდლებით

image

ნამდვილად არ მოგეჩვენატ,შტრუდელი არა,სწორედ რომ შტრუდლი.შტრუდლი ძირითადად პოპულარულია ევროპის ქვეყნებში,უმეტესად გერმანიაში,უკრაინაში ნუდლის სახელითაა ცნობილი.ეს გახლავთ ცომეული,რომელიც მზადდება კერძთან ერთად,მზა ცომს ათავსებენ კერძზე რომელიც წინასწარ მზადდება,ეს შეიძლება იყოს ჩაშუშული ბოსტნეული,მაგალითად კომბოსტო,კარტოფილი და ასევე ჩაშუშულ ხორცზე,მზა ცომი თავსდება კერძის ზედაპირზე და მის ორთქლში ხდება ცომეულის მზაობამდე მიყვანა.ასევე ამზადებენ გულსართითაც.
რა თქმა უნდა ცომსაც სხვადასხვა ხერხით და რეცეპტით ამზადებენ-კვერცხით,რძით,საფუარით,საფუარის გარეშე.მე გთავაზობთ მარტივ რეცეპტს .
1 ჭიქა ხორბლის ფქვილს,შევურიე დანის წვერით მშრალი საფუარი ,მარილი და თბილი წყლით მოვზილე საშუალო სიმაგრის ცომი,გადავაფარე თავზე და დავტოვე ასაფუებლად.
ვიდრე ცომი ფუვდებოდა,ქათმის ფილე მოვამზადე ხახვით ბულგარულით და პომიდვით და რა თქმა უნდა მწვანილებით ,ყველა თავისებურად ამზადებს და არ დავკონკრეტდები.
ამასობაში ცომი აფუვდა,გავაბრტყელე მართკუთხედის ფორმა მივეცი დაახლოებით 3 მმ-ს სისქეზე,გადავუსვი ზემოდან თხლად ზეითუნის ზეთი ,გადავახვიე რულეტივით და დავჭერი 5-6 სმ. სისქის ნაჭრებად,ასეთი ფორმაც საკმარისია შტრუდლისთვის,თუმცა მე ნაჭრებს შუაგულში წვენსაწრუპი ჩხირის დაწოლით გავუკეთე ჩაღრმავება და ცოტა კიდევ უფრო სხვანაირი ფორმა მიეცა.მოვათავსე უკვე მზა კერძზე რომელიც ჯერ ისევ დუღდა დავაფარე თავსახური და ნელ ცეცხლზე ვადუღე დაახლოებით 20 წუთი.
მინდ აგითხრათ რომ 1 ჭიქა ფვილით გამოვიდა 10 ცალი შტრუდლი,ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ და მისაყვედურეს -მეტი რატომ არ გააკეთეო 🙂

პურები იტალიური აქცენტით

puchikebi

ინტერნეტში ვნახე ასეტი პურების მომზადება და რა თქმა უნდა ძალიან დავინტერესდი და მოვამზადე.მაშ ასე,მოვამზადე ჩვეულებრივი პურის ცომი,ჩემმა მკითხველმა ალბათ უკვე იცის რომ ცომს ვზელ უცვლელი რეცეპტით-500 გრამ ფქვილზე 300-320 გრ. თბილი წყალი, 1 ჩ.კ მარილი,1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. საფუარი და 1 ს.კ. ზეთი.
როცა ამოვიდა ცომი გავაბრტყელე რაც საშუალება მომცა ცომმა დიდ მართკუთედად ,მოვასხი დაახლოებიტ 4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და ხელითვე გადავუსვი მთელ ცომს,მოვაყარე იტალიური სანელებლების ბაკრები რომელშიც შედის-როზმარინი,ორეგანო,ბაზილიკი და სალბი.
თუ ზუსტად ეს სანელბლები არ გექნებათ,არაა პრობლემა,ნებისმიერი თქვენთვის სასურველი გამოიყენეთ.გადავახვიე რულეტივით და გავყავი 10 ნაწილად,ხელის დაჭერით მოვნიშნე ადგილი,აი შემდეგ კი როგორ მივეცი ფორმა ამისათვის ვიდეოს ნახვა დაგჭირდებათ, რომლის ბმულსაც განვათავსებ აქვე.ირინა ხლებნიკოვას პურების რეცეპტი

ბროკოლის ბრაწულა

новый коллаж
გარჩეული და დანაწევრებული ბროკოლი მოვწალე მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში,შემდეგ მინის ტაფას მოვუსვი კარაქი,გავანაწილე ზედ ბროკოლი და მოვაყარე გახეხიი ყველი,რაც მაცივარში მოიპოვებოდა-ცოტა ჩედარი,ცოტა ედამერი და ცოტაც სულგუნი,შემდეგ მოვასხი 100 გრამ არაჟანში ათქვეფიილ 1 ცალი კვერცხი გავანაწილე თანაბრად და ზემოდან ისევ ყველი მოვაყარე ,შევდგი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით.
новый коллаж

ფელამუში

IMG_20180113_213958IMG_20180113_213958 გილოცავთ ძველით ახალ წელს.მოგიყვებით როგორ ვამზადებ ფელამუში,წესით, ერთ ჭიქა ბადაგზე ვამატებთ 1ს.კ. ხორბლის ფქვილს და 1 ს.კ. სიმინდის ფქვილს,მაგრამ ბოლო პერიოდში შევცვალე და სიმინდის ფქვილის რაოდენობის ნახევარს ჩანაცვლება მანანის ბურღულით,ანუ ორ ჭიქა წვენზე თუ 2 — 2 სუფრის კოვზი სიმინდის და ხორბლის ფქვილის საჭირო,მე ვამატებ 2 ს.კ. ხორბლის,1 კ. სიმინდის და 1 სმკ. მანანის ბურღულს. ასე უფრო მსუბუქი და ნაზი გამოდის ფელამუში

სალათების და სამკაულების მოყვარულთათვის —

imagebraslet

მოგვიანებით გილოცავთ ახალ 2018 წელს ❤

საშობაოდ გთავაზობთ მოამზადოთ ეს ლამაზი სალათა.ამ ორი ლანგარგი სილამაზის მოსამზადებლად დამჭირდა:
1. მოხარშული ქათმის ფილე 2 ც.
2.მოხარშული კარტოფილი 4ც.
3მოხარშული .კვერცხი 2 ც.
4.მოხარშული სტაფილო 2ც.
5.მოხარშული ჭარხალი 2ც.

6.წვრილად დაჭრილი ნიგოზი 100გ.
7.ბროწეული (მე ორი ცალი დიდი ბროწეული დამჭირდა)
მაიონეზი 200-250გ.

 

სალათა იწყობა ფენა-ფენა,ბოსტნეული უნდა გაიხეხოს მსხვილ სახეხზე,კვერცხი წვრილზე,ქათმის ფილე ავჩეჩოთ.ლანგარზე რომელზეც უნდა ავაწყოთ ,დავდგათ ცენტრში ჭიქა,ასე სალათს სამაჯურის ფორმას მივცემთ და ჭიქის ირგვლივ დავიწყოთ აწყობა.
ფენებს შორის მარილი და შავი პილიპილი მოვაყაროთ ოდნავ.

1 ფენა-ქათმის ფილე.
2.კარტოფილი.

3.სტაფილო

4.კვერცხი.

5.ჭარხალი

6.ბროწეული
თუ თხელ ფენებს გააკეთებთ ,ორ-ორი ფენა გამოვა თითოეული ინგრედიენტი.